თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან შონიას აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს სუს-მა ბრალი გუშინ, 26 დეკემბერს წარუდგინა და ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქრთამის აღების ფაქტზე. აღიარებს თუ არა ბრალს, უცნობია. ლევან შონიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლევან შონიას ბრალი, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინა.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.