ახალი ამბები
პუტინმა ახალი წელი 40-მდე ქვეყნის ლიდერს მიულოცა, მათ შორის არ არის საქართველო და უკრაინა
საქართველო და უკრაინა არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომლის თანახმადაც ვლადიმირ პუტინმა შობის და ახალი წლის დღესასწაულები მიულოცა 40-მდე ქვეყანას და მათ ლიდერებს. კრემლის მიერ გამოქვეყნებული სიის ჩამონათვალში არიან ევროპელი ლიდერები. მათ შორის გერმანიის კანცლერი, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, საბერძნეთის, ჩინეთის პირველი პირები.

პირველი ამ ჩამონათვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაა. პუტინის მილოცვის ტექსტში ნათქვამია, რომ 2018 წელს აღნიშნეს მოსკოვის მიერ აფხაზეთის აღიარების ათი წლისთავი. ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია ორ „ქვეყანას“ შორის სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაში, მშვიდობის „განმტკიცების“ და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რუსეთის პრეზიდენტმა დღესასწაული ასევე მიულოცა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს.