„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელია
"ჯერ მას გაგრძელებული არ აქვს. ჯერ არ ვიცი, მაგრამ მგონია არ უნდა გაუგრძელდეს".
ამბობს, რომ ეს დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბრალდებულს კარგ ადამიანად იცნობენ. მისივე ცნობით, დაკავებული წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ილია გოგილავა 50 წლის არის.
„ლენდო“ 31 დეკემბერს დააყაჩაღეს. ამ საქმეზე მხოლოდ ილია გოგილავაა დაკავებული.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.