ახალი ამბები
ყაჩაღობაში ბრალდებულ ზუგდიდის მერიის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მერიის თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ილია გოგილავას მოსამართლე შოთა ბიჭიამ საქმის არსებითი განხილვის გარეშე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აქედან, ის ოთხ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ერთი წელი კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მანამდე ილია გოგილავამ მიმართა პროკურატურას შუამდგომლობით, საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

ადვოკატ რომან კეიდიას თქმით, ის მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა 

"მან აღიარა დანაშაული. მოინანია. შედგა შეთანხმება მისთვის მისაღები პირობებით. იცით, რომ მუხლი მძიმეა", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, პროკურორ გიორგი არახამიას განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა იმ დანაშაულს, რისთვისაც დაკავებულს ბრალი წარედგინა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ფულადი თანხა, რომელიც გადაეცემა დაზარალებულს“, - აღნიშნა პროკურორმა.

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული მერიის ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრში“ მუშაობდა. მას შრომითი ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყდა. ყაჩაღობაც 31 დეკემბერს მოხდა. ამ საქმეზე მხოლოდ ილია გოგილავაა დაკავებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, სასულიერო პირი აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროსკუტერით
18:59 / 24.06.2019
ზუგდიდში, სასულიერო პირი აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროსკუტერით
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში
18:53 / 24.06.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში
ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო
18:22 / 24.06.2019
ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო
ქართველი მომღერალი და რუსეთში საზოგადოებრივი პალატის
17:33 / 24.06.2019
ქართველი მომღერალი და რუსეთში საზოგადოებრივი პალატის
ვიდეო
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.