ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი შეიცვალა
როგორც „ლაივპრესს“ დავით კვაშილავამ განუცხადა, ცვლილება 31 დეკემბერს, მისივე თხოვნით განხორციელდა და დღეიდან ამოქმედდა. „ეს იყო ჩემი თხოვნა, იმ მიზეზით, რომ ნაკლები დატვირთვა მქონდეს“, - განაცხადა დავით კვაშილავამ.
ააიპ-ის დირექტორს მერი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს, მოადგილეს კი თავად ააიპის ხელმძღვანელი.