სკეიტ პარკში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
15:00 საათზე წარმოდგენილი იქნება გ.ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ბერიკაობა“, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მონაწილეობით.
16:00 საათზე ბავშვების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუ და სანტა კლაუსი საგანგებო პროგრამით იზრუნებენ.
დღე 17:00 საათზე „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ კონცერტით დასრულდება. ამ დროისთვის ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან.
პატარებს საჩუქრებიც დაურიგდებათ.
საშობაო ბაზრობა სკეიტ პარკში 31 დეკემბერსაც მოეწყო.