ახალი ამბები
მეგობრები თენგიზ ქობალიას გათავისუფლებას ითხოვენ და თავდებში უდგებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს მეგობრები თავდებში უდგებიან. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით ისინი სასამართლოს უახლოეს სხდომაზე მიმართავენ, რომელიც 4 თებერვალს არის ჩანიშნული. „სოლიდარობა თენგოს“, - ამ სახელწოდების წერილი თენგიზ ქობალიას მეგობარმა ლევან ბეჭვაიამ გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

ლევან ბეჭვაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ თენგიზ ქობალიას თავდებად უდგება 1000-ზე მეტი ადამიანი და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. „ჩვენი თხოვნაა სასამართლოს მიმართ, რომ გაათავისუფლონ თენგო, რადგან ასეთ ადამიანებს ციხეში არაფერი ესაქმებათ. ჩვენს მოთხოვნას ადვოკატი დაამუშავებს და წარადგენს შუამდგომლობის სახით“, - განაცხადა ლევან ბეჭვაიამ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ის წერს, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც თენგიზ ქობალია ახლა იმყოფება, შეიძლება ნებისმიერი მისი კოლეგა აღმოჩნდეს.

„სოლიდარობის გამოხატვით დაიცავით საკუთარი უფლებებიც! ღირსეულ პიროვნებას შეუფერებელი ფორმით დაკავების დროსაც კი, რამაც გული ატკინა და გააოგნა მთელი ქალაქი, ღირსეულად ეჭირა თავი! დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მდგომარეობა და გაუგებრობა გაირკვევა ძალიან მალე. იმედი გვაქვს, გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების და დამოუკიდებელი სასამართლოსი! ხალხის სიყვარული გადაწონის ყველანაირ უსამართლობას!“, - ნათქვამია თენგიზ ქობალიას მხარდამჭერ წერილში.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 დეკემბერს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება თენგიზ ქობალიას დაკავებაც. ყოფილ მერს და მის მოადგილეს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ისევე როგორც თენგიზ ქობალია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
14:31 / 25.06.2019
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
13:12 / 25.06.2019
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი
გაიქცა.
12:33 / 25.06.2019
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი გაიქცა.
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.