ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს "სამოქალაქო თავდადების" მედალი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა.

ის დღეს ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას ოჯახში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს - ჩვენი ერთობა. ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართულ საშობაო ფესტივალზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად ავიდა სცენაზე და აფხაზებს ახალი წელი მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა.