ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთუსლოვნების“ ორგანიზებით ტარდება. მაჟორიტარის ბიუროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
„შემოგვიერდი! ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. შევმატოთ მათ ცხოვრებას ნათელი ფერები და გავუნაწილოთ ბედნიერება. ჩვენ მათ ვჭირდებით!“, - აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.