ახალი ამბები
გრიპის ვირუსის გამო ფოთის საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
კორპორაცია „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალში კარანტინი გამოცხადდა. კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მიზეზი გრიპის სეზონთან დაკავშირებით, პაციენტთა მნახველების ზრდაა. მისივე თქმით, მნახველები არ დაიშვებიან იანვრის დასაწყისიდან, რაც არ უკავშირდება საავადმყოფოში 40 წლის ქალის გარდაცვალებას. გარდაცვალება კარანტინის შემდეგ მოხდა.

„გრიპის სეზონთან დაკავშირებით მომართვიანება გაიზარდა. ამ პერიოდში, სამედიცინო პროტოპკოლია, ცხადდება ხოლმე კარანტინი, რაც გულისხმობს მნახეველების შემოსვლის შეზღუდვას. საერთოდ შეზღუდულია. ეს სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, - უთხრა კლინიკის დირექტორმა „ლაივპრესს“.

თეა მიგინეიშვილის თქმით, როგორც კი მწვავე რესპირატორული ინფექციების ნიშნებით მომართვიანობა იკლებს, შეზღუდვა მოიხსნება.

რამდენიმე დღის წინ ფოთის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა, მწვავე რესპირატორული ინფექციის მსგავსი სიმპტომებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. არის თუ არა მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, უცნობია. ლაბორატორიულ კვლევებზე ოჯახმა უარი თქვა.