ახალი ამბები
ზუგდიდის ყინულის მოედანი ერთ თვეში გაიხსნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ყინულის მოედანი სავარაუდოდ ერთ თვეში გაიხსნება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა უთხრა.

„ყინული მზად არის და მიმდინარეობს ტესტირების პროცესი. სამხარაულის ბიურომ უნდა დადოს ექსპერტიზის დასკვნა, რასაც ჩაიბარებს მერია და ამის შემდეგ იქნება გახსნა ოფიციალურად. ეს ყველაფერი მალე უნდა მოესწროს, სავარაუდოდ ერთ თვეში “, - აღნიშნა მან.

გოჩა ჩიქოვანის თქმით, პირველ ეტაპზე ყინულის სახლში ფიგურული სრიალის სპორტული სკოლა იფუნქციონირებს.

„ყინულის სახლში იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი ჯგუფებიც. ეს მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს და დაგეგმოს. ჩვენ გვყავდა წარმატებული მოციგურავე ბავშვები და ახლაც გვეყოლება. რაც შეეხება ჰოკეის განყოფილებას, ვნახოთ, მოედანი ოლიმპიური სტანდარტისაა და შესაძლებელია სპორტის ამ სახეობის ჩამოყალიბება და განვითარებაც, ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა.

გასული წლის ბოლოს „ლაივპრესისთვის“ მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰოკეის და ფიგურული სრიალის განვითარების განყოფილება ისევ იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდს არც არასდროს ჰყოლია ჰოკეის გუნდი და არ ჰქონია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში ჰოკეის განყოფილება წლებია არსებობს.

გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, ყინულის მოედნის სრული ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ლარია საჭირო.

ყინულის მოედანზე სამშენებლო სამუშაოების დასრულებისას, „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით ასი ათასი ლარი ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე დაიხარჯება. თანხის ზუსტ ოდენობას აიპი ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ განსაზღვრავს. ჯამში სპორტის განვითარების ცენტრის ბიუჯეტი 1 მილიონ 160 ათასი ლარია.

ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მის რეკონსტრუქციაზე გასულ წელს მერიამ 408 ათას ლარამდე დახარჯა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.