ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროს ფოთის პორტის განვითარების გეგმა წარედგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ ეკონომიკის სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა.

პროექტის მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების ხედვას. ფოთის პორტის ინფორმაციით, ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და მოწყობილობებით.

„ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლაურსენმა.

პროექტის გეგმა ითვალისწინებს 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობას. გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთის - ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

კლაუს ლაურენსის განმარტებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის.

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფეროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმება დროებითი სამუშაო ადგილებიც.

„ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სპორტულ თევზჭერაში რუსთავის საზაფხულო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო
ხობელმა
15:52 / 25.06.2019
სპორტულ თევზჭერაში რუსთავის საზაფხულო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხობელმა
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
14:31 / 25.06.2019
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
13:12 / 25.06.2019
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.