ახალი ამბები
ზუგდიდელი ახალგაზრდების მონაწილეობით, ტომოსის კითხვის აქცია გაიმართება
FaceBook Twitter
E-mail Print
თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც საქართველოს საპატრიარქოს შენობა მდებარეობს, გაიმართება ტომოსის კითხვის დღე. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია მოუწოდონ საპატრიარქოს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აღიარებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ მსოფლიო პატრიარქმა შესაბამისი ტომოსი (ბრძანება) უკვე გამოსცა, რომლითაც იურიდიულად დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის მიმართ. ახლა, განმარტავენ - სხვა ეკლესიების მსგავსად ჯერი საქართველოს საპატრიარქოზეა, ცნონ გადაწყვეტილების სამართლიანობა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზუგდიდელი ვლადიმერ წითლიძის თქმით, ეს იქნება ერთგვარი ტესტი, რამდენად გაბედავს, არ შეეშინდება და არ გაიყიდება ქართული ეკლესია. ამასთან, გამოიყენებს „უნიკალურ შანსს“ და მოიშორებს რუსულ ორბიტაზე მყოფობის სამარცხვინო იარლიყს და გაჰფანტავს ეჭვებს, რეალური დამოუკიდებლობის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა შეუქცევადი პროცესია, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მაინც მოუწევს, თუმცა საკითხს ქართველებისთვის ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება.

„ფაქტია, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ადრე, ახლაც ყველაფერს აკეთებს დრო გაწელოს და მოსკოვის პოზიციას არ დაუპირისპირდეს. ამ ფონზე, ორმაგად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარი მრევლის პოზიცია და მივუტანოთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი რამდენიმე ენაზე (უკრაინულ, ბერძნულ და ქართულ ენებზე), რომ „გავუადვილოთ " გადაწყვეტილების მიღება. თან საინტერესოა და ალბათ იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა საპატრიარქო ერთ მხარეს დაგას და მრევლის, საზოგადოების დიდი ნაწილი სხვა მხარეს“, - აცხადებს ვლადიმერ წითლიძე.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიისადმი, საპატრიარქო კი ხელისუფლებასთან ერთად მარტოა ამ პოზიციაზე. აქციის ორგანიზატორის განმარტებით, ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო კრებაზე წაუსვლელობას, რომელიც რუსეთის ეკლესიის მოთხოვნა იყო, დღეს კი ასევე რუსეთის ეკლესის პოზიციაზე დგომა ბადებს ეჭვს, რამდენად აქვს საქართველოს ეკლესიას რეალური ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა საგარეო თუ საშინაო ურთიერთობებში.

„აქციის მიზანია მივაწვდინოთ საზოგადოების განწყობა საპატრიარქოს და გავაპროტესტოთ მისი პოზიცია აღიარებისგან თავის შეკავებაზე. ასევე, გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს.

რალურად უკრაინის ეკლესიის არაღიარება იქნება ლუსტარაცია ჩვენი ეკლესიის, როგორც რუსული ეკლესიის სატელიტის, რომელსაც არ აქვს რეალური დამოუკიდებლობა“, - უთხრა ლადო წითლიძემ „ლაივპრესს“.

ტომოსის კითხვა თბილისში, 14:00 საათზე დაიწყება.

ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი უკრაინის ეკლესიის მეთაურს მსოფლიო პატრიარქმა 6 იანვარს გადასცა. თუ მანამდე საქართველოს საპატრიაქრო აცხადებდა, რომ პოზიციის დასაფიქსირებლად მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას დაელოდებოდნენ, დღეს განმარტავენ, ტომოსის ტექსტს არ გაცნობიან, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

შარშან, პირველ ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ გააუქმა საუკუნეების განმავლობაში მოქმედი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ეკლესიას მოსკოვის პატრიარქს უქვემდებარებდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
14:31 / 25.06.2019
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
13:12 / 25.06.2019
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი
გაიქცა.
12:33 / 25.06.2019
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი გაიქცა.
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.