ახალი ამბები
ცნობილი ადამიანების მოგონებები ზუგდიდზე შესაძლოა საინფორმაციო დაფაზე გააკრან
ზუგდიდის პოპულარიზაციისთვის საკრებულოს წევრი და იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერიას ქალაქში საიმიჯო დაფების განთავსებას სთავაზობს. სანდრო სორდიამ მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავას ინიციატივა უკვე წარუდგინა. საუბარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერელების თუ საზოგადო მოღვაწეთა მოგონებების გამოკვრას შეეხება, რომელმაც ცნობადობა ქალაქის, მათ შორის ევროპულ კულტურასთან კავშირების ჭრილში კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

ინიციატივის ავტორის თქმით, სად უნდა განთავსდეს საიმიჯო დაფები, ამაზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმსჯელებენ, თუმცა ეს სავარაუდოდ იქნება ტურისტულად აქტიური ადგილები. მაგალითად, როგორიცაა დადიანების სასახლის სიახლოვეს, ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად ქალაქის სტუმრები მოძრაობენ. ასევე, შესაძლოა ეს იყოს სადგურის ტერიტორიაც.

პირველ ეტაპზე მერიას სანდრო სორდია კონსტანტინე გამსახურდიას და ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებების და შეფასებების დატანას სთავაზობს დაფაზე, თუმცა მზად არის განიხილონ სხვა წინადადებებიც.

„მივესალმებით ჩართულობას, თუ ვიღაც გამოხატავს ინიციატივას, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქეები. შეიძლება ვიმსჯელოთ კონკურსის გამოცხადებაზეც, რა ფორმით მოხდეს დაფის განთავსება, ტექსტი როგორ შეიძლება იყოს აღბეჭდილი. მთავარია ნება არსებობს მერიის მხრიდან“, - გვითხრა საკრებულოს დეპუტატმა.

მისივე თქმით, ზუგდიდს მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვს ევროპულ კულტურასთან. ამასთან, გამოირჩევა ტურისტული პოტენციალითაც, ხელისუფლების სურვილი კი სწორედ ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაა.

ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ინიციატივას ეცნობიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს დაინიშნოს.
11:18 / 21.03.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს დაინიშნოს.






ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას
ბიუროები არ ეთანხმებიან „ლაივპრესზე“,
20:28 / 20.03.2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროები არ ეთანხმებიან „ლაივპრესზე“,






ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ
მიკროავტობუსებისთვის
19:53 / 20.03.2019
ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მიკროავტობუსებისთვის






მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
18:34 / 20.03.2019
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.