ახალი ამბები
უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მერიას გათავისუფლებული 8 თანამშრომლის აღდგენა დაავალა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2016 წელს, ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული 8 საჯარო მოხელე სამსახურში უნდა აღადგინონ ან იგივე, ან კიდევ ტოლფას თანამდებობაზე. ასევე, აუნაზღაურონ განაცდურიც. სასამართლოს განჩინება მათ დღეს ჩაბარდათ. დათხოვნილთა ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, ამ განჩინების მიხედვით, გამგეობის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანების დათხოვნას ეხებოდა, არის ბათილი და უკანონო.

„ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება სააღსრულებლო წარმოება, გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, - გვითხრა ჯემალ ჭკადუამ.

რა მოხდება მაშინ, თუკი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე ზუგდიდის მერია უარს იტყვის, მაშინ სააღსრულებლო ბიუროს მიმართავენ და დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვენ. ჯამში განაცდურის თანხამ შესაძლოა 100 ათას ლარზე მეტი შეადგინოს.

საიას წარმომადგენლის თქმით, მერიას ექნება დაახლოებით ერთი კვირა გადაწყვეტილების მისაღებად.

სულ საუბარი 8 ადამიანს შეეხება. ესენი არიან: ალიოშა ალანია, ვახტანგ კუტალიას, მიხეილ ქვარაია, ფრიდონ ბულიას, ემზარ გულორდავას, გოჩა შენგელიას, თენგიზ ჯიჭონაიას და კახა კვარაცხელიას.

მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ფოსტით ცოტა ხნის წინ მიიღეს, ამიტომ გაეცნობიან და კომენტარსაც ამის შემდეგ გააკეთებენ.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბერის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში ბრალდება თავის დროზე უარყვეს. მათი თქმით, დაითხოვეს კონკურსანტების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

რამდენიმე დღის წინ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროსს, მაია ღურწკაიას მუგდიდის მერიამ განაცდური, 36 ათას ლარამდე აუნაზღაურა. მერიისვე შვიდი დეკემბრის ბრძანებით, ის საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაში ირიცხება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“
15:07 / 23.03.2019
ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“






აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში მონუმენტური ხელოვნების
სპეციალური კომისიის ხდომა გაიმართა.
14:42 / 23.03.2019
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში მონუმენტური ხელოვნების სპეციალური კომისიის ხდომა გაიმართა.






გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია
13:45 / 23.03.2019
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია






უცხოურმა პორტალმა, Tastemade Travel-მა ფეისბუკის გვერდზე
გამოაქვეყნა ვიდეო,
12:00 / 23.03.2019
უცხოურმა პორტალმა, Tastemade Travel-მა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო,
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.