სალომე ზურაბიშვილი: რუხის საავადმყოფო ჩქარა უნდა ამოქმედდეს
„დავიწყეთ რეგიონებში გასვლები და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. საახალწლო ღონიძიება გადატანილი იქნა თბილისიდან ზუგდიდში. ვიყავით ენგურის ხიდზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყავით რუხის საავადმყოფოს დასათვალიერებლად. ის ერთის მხრივ შთმბეჭდავია, მაგრამ მეორეს მხრივ, არ არის ამოქმედებული და მიმაჩნია, რომ უნდა ამოქმედდეს რაც შეიძლება ჩქარა, რამეთუ ის რეგიონისთვის ძალიან საჭიროა. ასევე, ნდობის აწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრული და სწრაფი ამოქმედება“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენიცაზე.
სალომე ზურაბიშვილმა საავადმყოფო გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად 6 იანვარს დაათვალიერა.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. საუნივერსიტეტო კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. ემერჯენსი, სამშობიარო ბლოკი, ონკოლოგიური დეპარტამენტი, სისხლის გადასხმა-ამბულატორია, დიალეზი, ეს ნაწილია იმ მომსახურების, რითაც ადგილობრივებთან ერთად, სარგებლობა აფხაზებსაც შეეძლებათ.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარია გამოყოფილი.