ახალი ამბები
ზუგდიდში თოვლის ბაბუის სათამაშოს ქურდობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა
სწრაფი კვების ობიექტიდან თოვლის ბაბუის სათამაშოს მოპარვაში ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მოსამარათლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, და ბრალდებულ მამაკაცს 2 ათასი ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ზუგდიდის სასამართლოში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ დაკავებული სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ ბრალდებით 9 იანვარს დააკავეს.