ახალი ამბები
წალენჯიხასა და მესტიაში პოლიციის შენობების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
წალენჯიხასა და მესტიაში პოლიციის ადმინისტრაციული შენობების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. წალენჯისთვის განკუთვნილი პროექტი გულისხმობს თამარ მეფის ქუჩაზე გამოყოფილ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და ახალი, ორსართულიანი შენობის მშენებლობას. შენობა ვიზუალურად სამი ფორმისგან შედგება. შუა ნაწილი - ჰოლი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას და ერთგვარ მოსაცდელს, რომელსაც უკავშირდება კანცელარია, სამორიგეო, სველი წერტილები, დერეფნები და ძირითადი კიბის უჯრედი. ტერიტორია ასევე გააერთიანებს თანამშრომელთა სამუშაო და სხვადასხვა სივრცეს. ჯამში შენობა გათვლილია 50 თანამშრომელზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 358 ათას 803 ლარია.

ტენდერი ასევე გამოცხადდა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე მესტიაშიც. პროექტის მიხედვით, აქ ორბლოკიანი შენობა აშენდება. პირველ განყოფილებაში იქნება ადმინისტრაციულო ერთსართულიანი ობიექტი, მეორე ბლოკი კი დამხმარე ნაგებობა იქნება. ამასთან, გათვალისწინებულია წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-გაგრილების, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების, საქვაბის მოწყობა და ტერიტორიის შემოღობვა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 586 ათას 376 ლარი იქნება.

რა გეგმები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხასა და მესტიაში, საჯარო ინფორმაცია უწყებიდან „ლაივპრესმა“ გამოითხოვა.

უფრო ადრე მშენებლობები ორ მუნიციპალიტეტში შს მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სასაფლაოს ტერიტორიაზე
მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
20:21 / 18.03.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.






ფოთის მერია განცხადებას ავრცელებს ქალაქში ერთადერთი სამშობიარო
სახლის
19:17 / 18.03.2019
ფოთის მერია განცხადებას ავრცელებს ქალაქში ერთადერთი სამშობიარო სახლის






მესტიის მცხოვრებმა მზიური ჯაფარიძემ, რომელსაც კერძო სასტუმრო აქვს
და ტურისტებს მასპინძლობს,
18:13 / 18.03.2019
მესტიის მცხოვრებმა მზიური ჯაფარიძემ, რომელსაც კერძო სასტუმრო აქვს და ტურისტებს მასპინძლობს,






ფოთის თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ ფილმით „ცუდი ხალხი“
15:21 / 18.03.2019
ფოთის თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ ფილმით „ცუდი ხალხი“
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.