სამეგრელოში უკანონო იარაღის შეძენა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი, სამი მჭიდი და 21 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.