ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქციის დასრულებაზე ტენდერი გამოცხადდა
საჭადრაკო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასული წლის 7 ივლისს დაიწყო. უკვე ნახევარი მილიონის ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით. შენობაში განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე.შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 865 300,87 ლარია.შენობის სრული რეკონსტრუქცია წელს უნდა დასრულდეს.