ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრმა „ტამიფლუს“ ახალი პარტია მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გუშინ „ტამიფლუს“ ახალი პარტია მიიღო.
„გუშინ ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო 830 ტაბლეტი, მანამდე რეზერვში გვქონდა 130- მდე, ასე რომ მარაგი გვაქვს, გუშინვე გავეცით დაახლოებით 200 ტაბლეტი. წამალი არის უფასო, თუ პაციენტს აქვს ექიმის დანიშნულება. დღესვე მედიკამენტი შევა სააფთქიაო ქსელებშიც და პარალელურად ისინი გასცემენ“, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.