ზუგდიდში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
ჰერალდიკის საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის პატივის მისაგებად ფანჯრებიდან, აივნებიდან და ღობეებიდან გადმოფინონ, ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მათივე განმარტებით, ჰერალდიკის საბჭოს განცხადებით, არასწორია დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ან საპროტესტო აქციებთან, რადგან ეს ეროვნული დღესასწაულია, ხოლო სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის და თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლო.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.