წალენჯიხელი ახალგაზრდა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სოფლის რწმუნებულმა ჯონი გოგოხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მან სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი უცნობია, რადგან ოჯახის და მეგობრების თქმით, გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა.
„დამ ნახა. ვახშმობის შემდეგ ჩასძინებია. ბიჭი გავიდა მეორე ოთახში და სკაკალკის (სახტუნაოს“ თოკით ჩამოიხრჩო თავი“, - გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.