კალა-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა
საავტომობილო გზების ინფორმაციით, ხაიში-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის მანქანების მოძრაობა ჯვარი-დიზის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო, დიზი-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ30 ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.