ახალი ამბები
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართება
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტს ხვალ, 17 იანვარს განიხილავენ საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები - ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე. ისინი კოალიციის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებულ წინადადებებს წარადგენენ, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ.

განხილვა 10:30-ზე დაიწყება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც 2019-2025 წლებს მოიცავს.

დღეს შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრების ციკლი ამბროლაურში, 19 იანვარს დასრულდება.