ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა მომართვიანობამ იმატა
Share
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით
იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა.
სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე თვეს
საავადმყოფოს 49 ადამიანმა მიმართა. მათგან საავადმყოფოში მკურნალობას
ამ ეტაპზე 5 აგრძელებს, მათ შორის 1 ბავშვია. პრესსამსახურის ცნობით,
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.