ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობები ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების გადაცემას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების გადაცემას ითხოვენ. ამის შესახებ მათ ზუგდიდში გამართულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვაზე განაცხადეს.

„ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველთვის იყო პრობლემა ქონების გადმოცემა. რაც გადმოცემულია, ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში მისი რეალიზების, ან პრივატიზების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი განკარგვის სიმბოლურ ფასად გადაცემის საშუალება მხოლოდ დედაქალაქს აქვს. ადგილობრივ თვითმმართველობებსაც უნდა ჰქონდეთ ეს უფლებები. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.

თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა შემოსავლების განკარგის უფლებებზეც ისაუბრეს. მარტვილის მერის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, მარტვილის კანიონიდან შემოსული თანხა მუნიციპალიტეტს არ ხმარდება. მისივე თქმით, მათ უნდა გადაეცეთ ასევე მუნიციპალიტეტებში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონებაც.

„მეწარმეებს უფრო უმარტივდებათ ადგილობრივ მერიასთან ურთიერთობა და როდის არის ეკონომიკის სამინისტრო მზად იმისთვის, რომ ჩვენ მათ საკუთრებაში არსებული მიწები გადმოგვცეს“, - მიმართა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ტყის რესურსებიც უნდა გადაეცეს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ განაცხადა, რომ „ფოთი დაჩაგრული ქალაქია“, რადგან მას არ აქვს უფლება განკარგოს საკუთარი შემოსავლები.

თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ქონების გადაცემის გარეშე მუნიციპალტეტებში ეკონომიკური აქტივობა ვერ განხორციელდება.

„ისინი ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად დააფინანსონ ის სერვისები, რაც მათ უფლებამოსილებაშია და დარჩებიან მუდმივად დაკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. უნდა მოხდეს ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადების გაყოფა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია. ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბიუჯეტსაც შეუმსუბქდება დატვირთვა, იმიტომ, რომ გზა თუ გარე განათება გაფუჭდება რომელიმე სოფელში, ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მივიღოთ ფული, რაც არის არასწორი მოდელი“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

დღეს ზუგდიდში რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგია გულისხმობს უფლებამოსილებების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, ფისკალურ დეცენტრალიზაციას და მოქალაქეთა მეტ ჩართულობას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.