„ზუგდიდდასუფთავება“ მოქალაქეებს დავალიანების დროულად დაფარვისაკენ მოუწოდებს
„სამწუხაროდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 80 % არ იხდის დასუფთავების გადასახადს, რაც ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება კანონიერ რეაგირებას“, - აცხადებენ „ზუგდიდდასუფთავებაში“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის 2018 წლის 2 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების თანახმად ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული 0,50 ლარის ნაცვლად კომლზე ერთი ლარით განისაზღვრა.
მანმადე, 16 იანვარს საკრებულოს დეპუტატებმა „ზუგდიდდასუფთავება“ სოფლებში ნაგვის არგატანის გააკრიტიკეს. დეპუტატის სანდრო სორდიას განცხადებით, მისი აღშფოთება გამოიწვია დასუფთავების სამსახურის უფროსის ნუგზარ მალაშხიას „ლაივპრესზე“ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ დაითხოვეს მძღოლები და მტვირთავები იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა გადასახადს არ იხდის.