ახალი ამბები
სოხუმი ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე თბილისის განცხადებას პასუხობს
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა არ არის საქმის კურსში, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. მათ შორის არის იცის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანის განცხადებას, რომლითაც მან სოხუმს მოუწოდა, აღადგინონ გადაადგილება ენგურის ხიდზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ადამიანთა თავისუფლად მიმოსვლის უფლებას.

დე ფაქტო სამინისტრო განმარტავს, რომ „საზღვრის“ დროებით დაკეტვის აუცილებლობა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მასშტაბებმა განაპირობა, აფხაზეთის „რესპუბლიკის“ მცხოვრებთა დაცვის მიზნით კი ამ გზას მიმართეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევს თვალი დახუჭოს თვალსაჩინო ფაქტებზე და განაგრძობს სპეკულირებას „საყვარელი თემით“, აფხაზეთის მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების უფლებების დარღვევის შესახებ“. ასეთი პროპაგანდით საქართველო მიმართავს აფხაზეთის ფართომასშტაბიანი იზოლაციის პოლიტიკას, აკეთებს ყველაფერს, წინააღმდეგობები შეუქმნას აფხაზების გადაადგილებას მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტრო მოუწოდებს გააცნობიეროს თბილისს, გააცნობიეროს აფხაზების მიმართ ორმაგი სტანდარტების დამღუპველობა და უშედეგობა, რომ იზოლაციას სხვა შედეგი არ მოაქვს, მხოლოდ უნდობლობა და გაუცხოება.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კარანტინი გამოაცხადა და ენგურის ხიდი 11 იანვარს ორი თვით ჩაკეტა. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში პერიმეტრზე ადამიანებს გადაადგილების უფლებას აძლევენ.

„ლაივპრესის“ გალელი რესპოდენტების ინფორმაციით, კარანტინი დღეს უნდა გაუქმებულიყო, რის გამოც ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან რიგები დილიდან იდგა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.