ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს 27 „მდუმარე“ დეპუტატი ჰყავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წელს 24 სხდომა გამართა. 50 დეპუტატიდან ხმა არცერთხელ არ ამოუღია ნახევარზე მეტს, 27 პირს. მათ შორის 24 უმრავლესობის წევრია. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ეს დეპუტატები არიან:

მიხეილ ჯობავა, ოთარ მარშავა, მამუკა ყურაშვილი, ზაზა ანდრიაძე, ამირან ჩხოლარია, ზვიად ყორშია, ჯანსუღ ჯაბუა, გიორგი კუკავა, დაზმირ ძიმცეიშვილი, ზაზა ხუბუა, რევაზ თორდია, გოგიტა ზარქუა, დავით ჭაფანძე, არჩილ ბერაძე, მამუკა თოლორაია, გოგი თოდუა, სოსო გოგოხია, ლაშა ესებუა, პაატა ებრალიძე, რამაზ ჯაბუა, გიორგი თოდუა, ტარიელ გაბულდანი, ირაკლი ჯანაშია, თენგიზ ალმასია.

მდუმარე დეპუტატებს შორის ერთი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დათა შელიაა, დანარჩენი ორი კი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გელა თოლორაია და ირაკლი ღურწკაია.

ყველაზე მეტჯერ - 87-ჯერ ხმის უფლებით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ისარგებლა. ის დეპუტატების წინაშე მოხსენებით 60-ჯერ წარსდგა.

მეორე ადგილზე ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძეა, რომელმაც სიტყვის უფლება 37-ჯერ გამოიყენა.

მესამე ადგილზეა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟია. მან სიტყვით 30-ჯერ ისარგებლა, მოხსენებით კი სხდომაზე 17-ჯერ წარსდგა.

მეოთხე პოზიციას ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია იკავებს. მან სიტყვის უფლებით 27-ჯერ ისარგებლა.

მას მოსდევს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია. დეპუტატმა სიტყვით 23-ჯერ ისარგებლა, მოხსენებით კი სხდომაზე 25-ჯერ წარსდგა.

ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა სიტყვით უფლებით სარგებლობის რაოდენობას თანაბრად იყოფს ფრაქცია ენმ-ის წევრ პაატა ადამიასთან. ორივემ ეს უფლება 19-ჯერ გამოიყენა. ამას გარდა, ირაკლი ლაგვილავა სხდომაზე მოხსენებით 33-ჯერ წარსდგა.

სიტყვის უფლებით ათჯერ ისარგებლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ. მოხსენებით ის მხოლოდ ერთხელ წარსდგა.

სიტყვის უფლება თანაბრად, 6-6-ჯერ გამოიყენა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ჯონი ჯიქიამ. კონსტანტინე კაკავა პარარელურად 12-ჯერ წარსდგა მოხსენებით სხდომაზე.

ზაზა პროკოპენკომ სიტყვის უფლება ოთხჯერ გამოიყენა. სამჯერ ოთარ ქადარიამ, ედიტა კოდუამ, გია დანელიამ და მალხაზ ციკუტანიამ. ამათგან, ოთარ ქადარია სხდომაზე მოხსენებით შვიდჯერ წარსდგა.

სიტყვის უფლებით ორჯერ ისარგებლა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ. სხდომაზე მისი მოხსენებების რაოდენობა 16-ია.

თითო-თითოჯერ ისარგებლეს სიტყვის უფლებით შემდეგმა დეპუტატებმა - სალომე ფაცაციამ, თამუნა ჯიქიამ, ირუზა კაკავამ, მანანა მებონიამ, ზურაბ გოგოძემ და ზვიად ქირიამ.

მათგან სხდომაზე მოხსენებით 8-ჯერ წარსდგა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია.

სიტყვის უფლებით არცერთხელ არ უსარგებლია, თუმცა დეპუტატების წინაშე მოხსენებით შვიდჯერ წარსდგა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.