მინისტრის ინფორმაციით, აფხაზეთში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს
მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობა ცხინვალის რეგიონშია, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაიკეტა.
„შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული. მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ენგურის ხიდი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მიზეზით 11 იანვარს ჩაიკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კარანტინი ორი თვე გაგრძელდება. თუმცა სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვართან რიგები 21 იანვარს დადგა. გალელების ინფორმაციით, ხიდი უნდა გახსნილიყო, თუმცა აქ ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.
ქეთევან ციხელაშვილმა მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას, ჩაკეტილი ადმინისტრაციული საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.