ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას
მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ზომების და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას, რაც ამ სიამ უნდა უზრუნველყოს.
„ევროპული საქართველო გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას და იმუშაოს ამ სიის მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გალის შეხვედრები გასული წლის 27 ივნისის შემდეგ არ განახლებულა. ჩაშლის მიზეზებზე კომენტარი მაშინ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ გააკეთა. მისი სიტყვებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, რაც მათთვის მიუღებელია.
თავის მხრივ, სოხუმმა განმარტა, რომ ისინი მზად არიან გაანახლონ შეხვედრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი არ იქნება დღის წესრიგში.