ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ გარემოვაჭრეებთან შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწია
FaceBook Twitter
E-mail Print
გარევაჭრობის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხელისუფლებას და თვითდასაქმებულებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. გარემოვაჭრეებს სხვა ალტერნატივებთან ერთად, დღეს წულაიას ბაზრობის ტერიტორიაც შესთავაზეს, რომელიც კვარაცხელიას ბაზრობის მოპირდაპირედ მდებარეობს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამბობენ, რომ 200-300 ლარიანი საქონლით შიგნით შესვლას და მუშაობას ვერ მოახერხებენ. ამას გარდა უარის მიზეზი, როგორც გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ აღნიშნა, მეპატრონის, ამზა წულაიას მხრიდან მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებაც გახდა. ამიტომ, მათი თხოვნაა ხელისუფლებისადმი, არ განიხილონ ეს წინადადება და მანამდე, ვიდრე პაპაშვილების ტერიტორიას შესაბამისად კეთილმოაწყობენ, ბაზრის უკანა ტერიტორიაზე, სადაც დღეს არიან, მუშაობის ნება დართონ.

„ჯერ ერთი, ჩვენ გვაქვს ჩვენი სიამაყე. შეურაცხყოფა მოგვაყენა. არავინ არ შევა, ამ 80 ქალისგან. მეორე, მე არ მაქვს ის საქონელი, რომელიც სტანდარტს შეესაბამება. მინიმუმ 5 ათასი ლარის საქონელი უნდა გქონდეს. 200-300 ლარის საქონელი მაქვს. ისეთი ალტერნატივა გვინდა, ლუკმა-პურს შოვნა შევძლოთ“, - თქვა მარინა ფარულავამ.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ 80-ვე გარემოვაჭრეს ფართს ერთ ლოკაციაზე გამოუყოფენ, რადგან ისინი ყველაზე მეტად „ღარიბ ფენას“ წარმოადგენენ და მსგავსი ღირებულების საქონლით ვაჭრობენ.

გარემოვაჭრის პოზიცია გაიზიარა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. აღნიშნა, რომ იმ ბაზრობებზე, სადაც ერთი ტანსაცმელი 70-80 ლარი ღირს, ეს ადამიანები შემოსავალს ვერ მიიღებენ, ამიტომაც, თუკი იგივე პაპაშვილის ტერიტორიაზე, რომელზეც გარემოვაჭრეები თანახმანი არიან, მოეწყობა სათანადო კონსტრუქციებით, კარგი იქნება.

პასუხად საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ წულაიას ბაზრობის მეპატრონეს დაუწუნა გამონათქვამი და აღნიშნა, რომ მან ამის გამო შესაძლოა ბოდიშიც მოიხადოს, თუმცა განმარტა - სუბიექტური შეხედულებები გვერდზე უნდა გადადონ და ვაჭრობის ბევრად უკეთესი პირობებით უნდა იხელმძღვანელონ, რაც იქ დახვდებათ. ამბობს, რომ ვერ მოიცდიან ექვსი თვე და გარევაჭრობას ამ დრომდე ვერ დაუშვებენ, სანამ პაპაშვილების ტერიტორია, ხიდის მარცხენა მხარეს მოეწყობა.

ხელისუფლება 80-ვე გარემოვაჭრის ერთ ლოკაციაზე განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოებაც არ გამორიცხა თვითდასაქმებულებთან და საჭიროების შემთხვევაში ამის საფუძველზე მათი სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილება.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეებს ასევე სთავაზობენ საკოლმეურნებო ბაზრის შიდა ტერიტორიას, კვარაცხელიას ბაზრობას, სადაც ერთი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელ იაგო ქირიას განმარტებით, კვარაცხელიას ბაზრობაზე ფართებს 70 ლარად სთავაზობენ თვეში, სადაც 45 ადგილია. ასევე, არის დავითაიას ბაზრობაზე ათი ადგილი. მათ შორის უსასყიდლოდ ორი თვის განმავლობაში.

საკრებულოს წევრის, ირაკლი ლაგვილავას თქმით, ესმის, რომ წულაიას ბაზრის მეპატრონის მიმართ წყენა არსებობს და პატიებაც მარტივი არ არის, თუმცა ურჩია გარემოვაჭრეებს, იქნებ სცადონ და გარკვეულ დათმობაზე წამოვიდნენ.

იგივე სიტყვებით შეაჯამა სამუშაო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემაც. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს ადამიანები იფიქრებენ შეთავაზებულ წინადადებაზე და სანამ ხიდის მარცხენა მხარეს გამართავენ ინფრასტრუქტურას, დათანხმდებიან წულაიას ბაზრობაზე მუშაობას.

„ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, რომ წინა შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს პაპაშვილის ტერიტორია, დღეს კი აქცენტი სხვა ფართზე გაკეთდა, განმარტა:

„წუალაია წამოვიდა, როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა. არანაკლებ აქტუალურია იმაზე, რომელიც ნახევარი წლის შემდეგ იქნება. ახალი სივრცეა. არ შეიძლება ითქვას, რომ ერთგან კარგი ვაჭრობა იქნება და მეორეგან ცუდი“.

გარემოვაჭრეთა თქმით, თუკი მერია მათ თხოვნას არ გაითვალისწინებს, საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე ხილ-ბოსტნეულით გარემოვაჭრეებს, მამუკა წოწერიას თქმით, აკრძალვა მათაც შეეხებათ. ამ ადამიანებს, საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, სთავაზობენ ბაზრის შიდა სივრცეს. ასევე აბანოების გაყოლებაზე ტერიტორიას.

გარევაჭრობის აკრძალვის წესს სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე მიიღებენ, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება.

სამუშო ჯგუფმა შეხვედრა 16 იანვარსაც გამართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა
ნალექმა დააზიანა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის,
19:32 / 13.07.2020
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა დააზიანა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის,
იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურმა კონგრესმა ცოცხალი შეკრების ნაცვლად,
ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მიზეზი ახალი კორონავირუსის
19:07 / 13.07.2020
იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურმა კონგრესმა ცოცხალი შეკრების ნაცვლად, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მიზეზი ახალი კორონავირუსის
დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ არ ითხოვენ საქართველოსგან
აღიარებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ ძალის
17:44 / 13.07.2020
დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ არ ითხოვენ საქართველოსგან აღიარებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ ძალის
ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო ოთახში ინფიცირებულ
აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ
15:02 / 13.07.2020
ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო ოთახში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.