ახალი ამბები
დე ფაქტო ომბუდსმენი: კარანტინისას ხელისუფლებას გალელების საჭიროებები უნდა გაეთვალისწინებინა
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენის, ასიდა შაკრილის განცხადებით, ღონისძიებები, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ენგურის ხიდის ჩაკეტვით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ყველაფერი გალელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

ასიდა შაკრილი ამბობს, რომ „საზღვრის“ ჩაკეტვა პირველად არ მომხდარა, და რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის ხდებოდა მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი, რადგან ენგურის ხიდზე შეუფერხებელი მიმოსვლა აუცილებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქართველოში მკურნალობის მიზნით გადადის. ასევე ხანდაზმულებისთვის, რომლებიც აქ პენსიას, ან სხვა სახის დახმარებას იღებენ. თუმცა, დე ფაქტო სახალხო დამცველის თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება დღეს პირველად აღმოჩნდა ადგილობრივთა მხრიდან მსგავსი მწვავე რეაქციის წინაშე.

ომბუდსემნი ამბობს, რომ კარანტინის გამოცხადება აუცილებელი ღონისძიება იყო. მაგალითად სწორ მიდგომად მიაჩნია მკურნალობის საჭიროების მქონე პირებისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება. თუმცა ამ პროცესში ასიდა შაკრილმა მეტი დაფიქრების საჭიროება დაინახა, უბრალო ადამიანებზე გადაადგილების შეზღუდვით ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად. მისი თქმით, საჭირო იყო მეტი დასაბუთება და ანალიზი, კარანტინის ამდენი ხნით გამოცხადების საპასუხოდ. ეს, მისი აზრით, შეასუსტებდა მოქალაქეთა წუხილს.

„ძნელია გაიგოთ ასეთი ქმედებების მიზანშეწონილობა, მაგალითად, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვაა, რომლებიც მშობლებთან აფხაზეთში საახალწლო არდადეგებისთვის ჩამოვიდნენ. ადგილობრივ ადმინისტრაციას უნდა ჰქონოდა მონაცემები, თუ რა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხალხი კარანტინის შემოღებით. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში აზრი ქონოდა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების თხოვნით მიმართვას“, - განაცხადა ასიდა შაკრილმა.

დე ფაქტო ომბუდსმენის თქმით, ვითარება კიდევ ერთმა გარემოებამ გაამწვავა, რომ ამ დრომდე გალელების სამართლებრივი სტატუსი და დოკუმენტების საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული. მანვე აღნიშნა, რომ პრობლემა არის შედეგი აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ პოლიტიზებული, მოკლევადიანი გადაწყვეტილებების. ის გამოსავალს საკითხების გრძელვადიან და სამართლიან გადაჭრაში ხედავს.

გალელებს, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, ახლა მხოლოდ გალის ე.წ. დეპუტატის იმედი აქვთ.

ენგურის ხიდზე მეთოთხმეტე დღეა გადაადგილება შეზღუდულია ორი თვით.

თავის მხრივ, დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს თბილისი და მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას.

ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.