ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
კომპანიის ინფორმაციით, გათიშვა უკავშირდება ტექნიკურ სამუშაოებს, რომელის შედეგადაც გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება მისი ხარისხი.
„ზუგდიდის რაიონის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის დაგეგმილია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზ „ჩხოუშის“ რეაბილიტაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე მტკიცებით, ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მისი მომსახურების არეალის მასშტაბით.