ხობში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და რამდენიმე ტონა დაფნა დაიწვა

როგორც „ლაივპრესს“ სოფელ პირველ მაისში მერის წარმომადგენელმა, მარინე ლაგვილავამ განუცხადა, პირველ ეტაპზე ეცდებიან ოჯახს პირველი სართული გადაუხურონ, რათა მათ ღია ცის ქვეშ არ მოუწიოთ ყოფნა. მარინე ლაგვილავას თქმით, დეტალურად, თუ რა სახის დახმარება გაეწევა ბუსკანძეების ოჯახს, ორშაბათს მერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. თავდაპირველი მონაცემებით, ხანძარი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
ფოტოები "ლაივპრესს" სოფლის მცხოვრებმა მიაწოდა.