კვლევა: ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
შარშან, აგვისტოს თვეში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 75% იყო.
გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთათვისაც მისაღებია მთავრობის გაცხადებული სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.