ახალი ამბები
მარტვილში ახალი საჯარო სკოლა აშენდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა. ის 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას აქვს დახურული სპორტული დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზეა გათვლილი, აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

საჯარო სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზვიად როსტომაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსადრე მოწერელიასთან ერთად გახსნა.