სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება
მისი განმარტებით, სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გორგოძის თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა.
მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით. უნივერსიტეტებს კი უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში დაამატონ თავისი პროგრამის არჩევითი გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.