ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის სპორტის აიპ-ის თანამშრომელთა რაოდენობა 32-ით შემცირდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დღეს „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის პროექტი მოიწონა.

გოჩა ჩიქოვანის გეგმის მიხედვით, თანამშრომელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 23-ით შემცირდა.

„საშტატო განრიგი გახდა 99, რომელიც ითვალისწინებს ყინულის მოედნის მომსახურე პერსონალსაც. გარდა ამისა, 4 კაცი არის შტატგარეშე თანამშრომელი. ეს ერთად გამოდის 103", - განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, გასულ წელს, აიპ-ში 135 თანამშრომელი მუშაობდა.

სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელთან საკრებულომ პირველი შეხვედრა 23 იანვარს გამართა, სადაც გოჩა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, თუმცა თითოეული სკოლის საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა დეტალურად ვერ წარმოადგინა, რის გამოც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ის მეორედ დაიბარეს.

სამუშაო ჯგუფი მომდევნო შეხვედრაზე „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ და შპს „ანაკლია-განმუხური რესორტის“დირექტორებს მოუსმენს.

ზუგდიდის საკრებულოში აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პირველად 16 იანვარს შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული აიპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და აიპ-ის წესდება. უნდა მოისმინონ აიპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანიზაციის განვითარების ხედვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს საქართველო ხელს ამ დრომდე ძალის
გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაზე მთავარია.
21:05 / 03.07.2020
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს საქართველო ხელს ამ დრომდე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაზე მთავარია.
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ ქუჩას ისტორიკოს აბესალომ
ტუღუშის
17:39 / 03.07.2020
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ ქუჩას ისტორიკოს აბესალომ ტუღუშის
ვიდეო
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.