ახალი ამბები
ზუგდიდის ფეხბურთის სკოლა შესაძლოა აიპ-ად ჩამოყალიბდეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დღეს „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანს მოუსმინა.

მისი პროექტის მიხედვით, ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, კომპლექსური სასპორტო სკოლა, ჭადრაკის, ჭიდაობის, საბრძოლო ხელოვნების, ბავშვთა საფეხბურთო და ფიგურული სრიალის სკოლები.

ფეხბურთის სკოლის ხელმძღვანელის კობა შონიას განცხადებით, მას ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ ქვარაიასთან ერთად, კონსულტაციები ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ლევან კობიაშვილთან, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბავშვთა ფეხბურთის დაფინანსებასა და განვითარებისთვის უმჯობესი იქნება სპორტის აიპ-იდან გამოყოფა და ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბება.

მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელ ირაკლი ბაღათურიას თქმით, უახლოეს დღეებში შედგება სპორტის აიპ-ის და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების შეხვედრა, სადაც განიხილება თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდის ფეხბურთს საფეხბურთო სკოლის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბება.

ჩამოყალიბდება თუ არა კიდევ ერთი აიპი, ამაზე გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.

„გადაწყვეტილებას ბავშვთა ფეხბურთის სკოლის გამოყოფის შესახებ საკრებულო მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, რაც მოხდება საკონსულტაციო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციასთან და სამუშაო ჯგუფი დარწმუნდება, ახლა არსებული სისტემით გაგრძელება სჯობია, თუ ცალკე ორგანიზაციის ჩამოყალიბება ფეხბურთის განვითარებისთვის“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

23 იანვარს გამართულ სხდომაზე დეპუტატმა კონსტანტინე კაკავა გამოვიდა ინიციატივით, რომ ჭადრაკისა და ფეხბურთის სკოლები ჩამოყალიბდეს ცალკე აიპ-ებად, თუმცა სამუშაო ჯგუფმა დღეს გადაწყვიტა, რომ ჭადრაკის სკოლა დარჩება სპორტის აიპ-ის დაქვემდებარებაში, ხოლო ფეხბურთის სკოლის გამოყოფაზე დისკუსიები გაგრძელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.