კარანტინის მიუხედავად, ენგურის ხიდზე მგზავრთა ნაწილი თანხის სანაცვლოდ გადაადგილდება
ენგურის ხიდზე ე.წ. ღორის გრიპის თავიდან აცილების მიზნით ორთვიანი კარანტინი 11 იანვარს გამოაცხადეს. გალელები იმედოვნებდნენ, რომ დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვას გაცილებით ადრე მოხსნიდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ავადმყოფებზე და ენგურჰესის თანამშრომლებზე. ახლა უკვე რესპონდენტები ამბობენ, რომ შესაძლოა ადმინისტრაციული საზღვარი მარტამდე არ გახსნან.