აფხაზეთიდან შემოყვანილი დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს
„მისი მდგომარეობა სტაბილურია. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განმარტა სულხან ორჟონიამ.
სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოში აფხაზეთიდან 28 იანვარს შემოიყვანეს. მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა.
პაციენტს ადგილზე გამოკვლევები ჩაუტარდა.