აფხაზეთში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოყვანილი პაციენტი ოჯახის გადაწყვეტილებით ქუთაისში გადაიყვანეს.
პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან 28 იანვარს გადმოიყვანეს. მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნება.