ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 13 ათას ლარამდე ფულადი ჯილდო გასცეს
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშომლებზე ფულადი ჯილდო მხოლოდ დეკემბრის თვეში გაიცა. ინფორმაცია „ლაივპრესმა“ 2018 წლის პირველი ნომებრიდან 29 იანვრამდე გამოითხოვა. საანგარიშო პერიოდში ჯილდო მიიღო აპარატის 11-მა საჯარო მოხელემ და 4-მა შტატგარეშე თანამშრომელმა.

ჯამში გაცემული თანხის ოდენობა 12 ათას 800 ლარია. აქედან 10 ათას 600 აპარატის საჯარო მოხელეებზე, 2 ათას 200 ლარი კი შტატგარეშედ დასაქმებულ პირებზე გაიცა.

სულ აპარატში 16 ადამიანი მუშაობს.

ფულადი ჯილდო პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების საფუძველზე გასცეს.

დანამატი ჩხოროწყუს მერიის მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა მიიღო. ფულადი ჯილდო გასცეს ხობის და მარტვილის საკრებულოებშიც.