ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: სვანეთში გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
FaceBook Twitter
E-mail Print
2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.

მისივე თქმით, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

„სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩველ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 5 პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის",- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

თეთნულდზე არის 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე. სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი ერთდროულად 4 ათასამდე მოთხილამურეს მოემსახურება. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტს ორი საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს. საბაგიროებიდან ერთ-ერთი მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს. ამასთანავე, მცირე ზომის საბაგიროები ფუნქციონირებს სვანეთის სოფლებში - მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
10:54 / 09.12.2022
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
10:02 / 09.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
14:57 / 07.12.2022
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
12:12 / 07.12.2022
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.