ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას უსაყვედურეს, რომ სპორტის მუზეუმისთვის ფართი დღემდე ვერ გამოინახა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და „სპორტის მუზეუმის“ ხელმძღვანელი ხელისუფლებას საყვედურობს იმის გამო, რომ მათ მუზეუმისთვის შესაფერისი ფართი, რასაც წლებია ითხოვს, დღემდე ვერ გამონახეს. ამის შესახებ მან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როლანდ მაქაცარიას თქმით, უკვე მეოთხე წელია ეს მუზეუმი არსებობს მესამე სართულზე, სხვადასხვა ორგანიზაციების ოთანხებს შორის, რის გამოც მოქალაქეთა უმრავლესობამ არ იცის ამის შესახებ.

„ყველას საყვედურით მოგმართავთ. ძალიან გთხოვთ, როგორმე გამოიძებნოს ამისთვის ფართი. კომერციული რომ იყოს, უცბად გამოინახებოდა. სპორტის მუზეუმია, სადაც 2 ათასზე მეტი ექსპონატი გაგვაჩნია. მთელს საქართველოში მესამეა“, - განმარტა მუზეუმის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მადლობა გადაუხადა იმ პიროვნული შრომის და ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც აქ ისტორიული ექსპონატები ინახება, ისტორიული მემკვიდრეობა. მერაბ ქვარაიას თქმით, ყველანი თანხმდებიან, რომ ფართი მუზეუმს აუცილებლად სჭირდება. ამიტომაც, მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ საკითხს.

„მე ვიცი, რომ ჩართულია სამხარეო რწმუნებული ამ საკითხის გადაწყვეტაში. პრობლემა არის ფართის სიმცირე, რომელიც თვითმმართველობას აქვს. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვინდომოთ, რომ მნახველებს, მათ შორის ტურისტებს შეეძლოთ მოინახულონ ეს ადგილი. მარკეტინგულად სწორად გათვლილი ნაბიჯებით შეიძლება შემოსავლის წყაროდ გავხადოთ ჩვენი ქალაქისთვის“, - აღნიშნა პარლამენტარმა.

თავის მხრივ, მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ამ ეტპზე ფართის გამოყოფის შესაძლებლობა არ არის, თუმცა საკითხს განიხილავენ.

„სპორტის მუზეუმი“ 2015 წელს დაფუძნდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ ბაზაზე გაიხსნა.

მუზეუმში განთავსებულია სხვადასხვა სპორტული სახეობის, მათ შორის ფეხბურთის, კალათბურთის, კარატის, ცხენოსნობის, რაგბის, მძლეოსნობის მიმართულებების სპორტსმენთა ძველი და ახალი ფოტოები, თასები, სხვადასხვა სინჯის მედლები - შიდა თუ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის და გამარჯვებების შედეგი, ასევე სპორტსმენთა პირადი ნივთები.

წლებია მუზეუმისთვის როლანდ მაქაცარია ფართს ითხოვს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
18:10 / 18.09.2019
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
16:05 / 18.09.2019
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
15:00 / 18.09.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
14:35 / 18.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.