ახალი ამბები
გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად პაატა ლაგვილავა დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსად ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა დაინიშნა. ის ამ თანამდებობას ლევან შონიას გუბერნატორობის დროს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დატოვა თანამდებობა.

„საარჩევნო პოერიოდში ერთად ვმუშაობდით საარჩევნო შტაბში. სახელმწიფო რწმუნებული იყო ამ შტაბის უფროსი და მე ვიყავი პრესსამსახურის წარმომადგენელი. სახელმწიფო რწმუნებულმა გამოთქვა სურვილი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ეს სურვილი მქონდა მეც და დავთანხმდი“, - უთხრა „ლაივპრესს“ პაატა ლაგვილავამ.

ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობას დღეიდან უკვე შეუდგა. 

პაატა ლაგვილავამ ამ თანამდებობაზე ლიკა ქვარცხავა შეცვალა. მან სამსახურიდან მოუცლელობის მიზეზით წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე „ლაივპრესთან“ 16 იანვარს ისაუბრა. ლიკა ქვარცხავა ამ თანამდებობაზე 5 თვის მანძილზე მუშაობდა. მანამდე ამ პოზიციაზე ასევე მოკლე დროით იყო ჟურნალისტი ლევან სულაშვილი. მან მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა. თანამდებობაზე უარი პირადი პრობლემების გამო თქვა.