სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად ლევან წულაია დაინიშნა
მანამდე ლევან წულაია გუბერნატორის კონსულტანტად მუშაობდა.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა გვასალიამ ეს პოზიცია შარშან, სექტემბრის თვეში დატოვა.
რაც შეეხება გუბერნიის პრესსამსახურს, ამ პოზიციაზე კვლავ პაატა ლაგვილავა დაინიშნა.