ახალი ამბები
ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა
ენგურის ხიდი კარანტინის გამოცხადებიდან 25-ე დღეს გაიხსნა. ინფორმაცია „ლაივპრესს“აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსმა რეზო ქობალიამ დაუდასტურა. მისი თქმით, გადმოსვლა შეუფერხებლად შეძლეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ფორმა #9 და დროებითი ბინადრობის მოწმობა. არ ატარებენ პირებს, ვისაც ე.წ. აფხაზური მწვანე პასპორტები აქვთ იმ მიზეზით, რომ ისინი ვადაგასულია.

ხიდის ჩააკეტვიდან ამ დრომდე რამდენჯერმე გავრცელდა მოსახლეობაში ინფორმაცია, კარანტინის მოხსნის შესახებ. მოსახლეობამ გადაადგილების აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართა. ხიდზე მოძრაობა მხოლოდ სამედიცინო ცნობის მქონეებს და ენგურჰესის თანამშრომლებს შეეძლოთ.

ენგურის ხიდი 11 იანვარს ჩაიკეტა. მაშინ დაანონსდა, რომ კარანტინი ორ თვეს გაგრძელდებოდა.